100 photoshop lessons from Iuldashev
წიგნთა ეს სერია ეძღვნება დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გრაფიკულ პროგრამას Adobe Photoshop CS2. თითოეული ნაწილი დაფუძნებულია პროგრამის ერთ გარკვეულ თემაზე (ფოტო-ეფექტები, ტექსტის ეფექტები, ვებ-დიზაინი და ა.შ.) და მასში მოცემულია 100 გაკვეთილი. თითოეული გაკვეთილი დაყოფილია პუნქტებად, ყოველი პუნქტი ახსნილია დაწვრილებით და ყველასთვის გასაგებ ენაზე, იქნება ეს დამწყები თუ პროფესიონალი დიზაინერი. წიგნის მიზანია გააცნოს მკითხველს შეძლებისდაგვარად Photoshop-ის ყველანაირი შესაძლებლობა და გახადოს ისინი უფრო იოლად გასაგები და მოსახმარი. ზოგიერთი გაკვეთილი აღებულია და დამუშავებულია სხვადასხვა საიტიდან, ზოგი კი ჩემს მიერაა დაწერილი.
მოცემული ნაწილი ეძღვნება ფოტო-ეფექტებს. მოყვანილია სხვადასხვა საინტერესო და ორიგინალური გაკვეთილი, იქნება ეს ფოტოების შენიღბვა თუ თოვლის ეფექტი, ნაოჭების მოშორება თუ ადამიანი-ზომბი. აქ მოყვანილი ფოტო-ეფექტებით თქვენ შეძლებთ გაალამაზოთ თქვენი და თქვენი ახლობლების მიერ გადაღებული ფოტოები და არა მარტო ისინი. მთავარია ფანტაზია და მონდომება.
/!
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამომეხმაუროთ შემდეგ მისამართებზე:
E-Mail: kote7777@gmail.com
Yahoo Messenger: kiuldashevi
MSN Messenger: kote7777@gmail.com
გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას Adobe Photoshop-ის ფანტასტიურ სამყაროში!
პატივისცემით, კოტე იულდაშევი



